საქართველოში ოქრო გაიაფდა

2022-07-28 19:00:29

საქართველოში ოქრო გაიაფდა.

"ოქროს ბირჟებზე" აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში როგორც ჯართის, ისე ნაკეთობის ფასი საშუალოდ 40-50 ლარით შემცირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" რუსთავის ე.წ. ოქროს ბირჟაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობებით მოვაჭრე რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს მოვაჭრეთა ნაწილმა განუცხადა, რუსთავში ფასის ცვლილება ოქროს სამკაულებზე ასახულია, თუ მანამდე 1 გრამი ოქროს ნაკეთობა 155 ლარამდე ღირდა, ახლა 125-მდე დაიწია.

"ფასებმა დაიწია, 1 გრამის ფასი სადღაც 125 ლარიდან იწყება. მანამდე 145-155 დან იწყებოდა. 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 220 ლარი იყო, ახლა 160-170 ლარამდეა. დოლარი რომ დაიწევს, ოქროს ფასიც იწევს ხოლმე",- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ლარის კურსის გამყარება ოქროს ფასზე ჯერ არ ასახულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები