საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

2022-07-26 15:39:11

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.