ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში რიგით მოქალაქეებს 1 დოლარის შეძენა 2,81 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2,79 ლარად შეგიძლიათ. ეს მაჩვენებელი, თითქმის, ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 10 მარტის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8045 ლარია.