გასული 48 საათის განმავლობაში, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა აბულაშვილმა მიაწოდა. მისი განცხადებით, კოვიდის შემთხვევები ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, ბოლო პერიოდში მკვეთრადაა მომატებული.
აბულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი მცირეწლოვანი არაა მოთავსებული.