რუსთავში მეგობრობის, ხერხეულიძის, შევჩენკოს, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და თავგორაშვილის ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
გაზის გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამის შესახებ აბონენტებმა სმს შეტყობინებაც მიიღეს. ბუნებრივი აირის მიწოდება 18:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.
"გაცნობთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21.07.2022-ში 09:00 საათიდან დაგეგმილია გაზის შეწყდება. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ გაზის დანადგარები და ონკანები. აღდგენა დაიწყება 21.07.2020-ში 18:00 საათიან ეტაპობრივად და დასრულდება დღის ბოლომდე",- ნათქვამია განცხადებაში.