რუსთავში ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ჭადრაკის ერთობლივი თამაშის სეანსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რუსთაველმა დიდოსტატმა 2020-2021 წლის საქართველოს ჩემპიონმა ლუკა პაიჭაძემ მიიღო.
"20 ივლისი არის ჭადრაკის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება. მითუმეტეს, რომ რუსთავში გვყავს საქართველოს 2020-2021 წლის ჩემპიონი, დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე. მოვიწვიეთ ლუკა და ჩავატარეთ ერთობლივი თამაშის სეანსი. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ზოგი მოყვარულია, ზოგი დადის წრეზე და მეცადინეობს ჭადრაკს. დიდოსტატთან შეხვედრა მათთვის დიდი მოტივაციაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლიანა ჩარკვიანმა.
ჭადრაკის საერთასორისო დღე 1924 წლის 20 ივნის პარიზში ჭადრაკის ფედერაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება. 20 ივლისი ჭადრაკის დღე კი ოფიციალურად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა.