საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს.
"ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.
აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.