რუსთავში, აზოტის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარია. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მეორადი პოლიეთილენის პარკებს გაუჩნდა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ძალები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.