ბათუმში 29 წლის გარდაბნელი გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ბათუმიდან გარდაბანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
როგორც "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.