ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.
როგორც სოფლის რწმუნებულმა ნოდარ კახიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 43 წლის კაცს ეგონა, რომ მის წინ დათვი გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისროლა და თანასოფლელი მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
“სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა. სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის მამაკაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა”, - განაცხადა ნოდარ კახიძემ.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.