ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ შემოსასვლელში დაახლოებით 16 საათზე მოხდა. "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, აღსანიშნავია რომ იგივე მონაკვეთზე რამდენჯერმე მოხდა ავარია, მძღოლები მოსახვევის და გზის დახრის შეუსაბამობაზე საუბრობენ რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.