ძველ რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილს გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ადგილზე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.