ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა

2022-07-04 12:27:59

16 წლის გოგო ლეღვის ნახარშით დაიწვა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

"წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ ველოდით, თუ იქნებოდა. გუშინ შემოიყვანეს, ბავშვთა განყოფილებაში წევს. მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე დღის განმავლობაში დასჭირდება სტაციონალური მკურნალობა და შემდეგ დაიწყებს ამბულატორიულ მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.