მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილვველების ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის ეზოში, ქორწილის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.