"შინ ევროპისკენ"

2022-07-03 20:38:08

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" იმართება.

აქცია სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიერაა ორგანიზებული და მას შეუერთდნენ საზოგადოების სხვადასხვა წევრები, ოპოზიციური პარტიები და 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები.

დემონსტანტებს გადაკეტილი აქვს ცენტრალური გამზირი. აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი მთელი ღამე არ დაიშლებიან.

მოძრაობის მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.