"მაგთი" ტარიფებს ისევ აძვირებს

2022-07-03 11:52:46

მაგთიმ საკუთარ მომხმარებლებს სატარიფო პირობების ცვლილებების შესახებ აცნობა.

კომპანიის ვებვერდის თანახმად, ცვლილება შეეხება როგორც მობილურ აბონენტებს, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის და ტელევიზიის მომხმარებლებს.

რიგ შემთხვევაში ტარიფები იზრდება, ზოგიერთი პაკეტის შემთხვევაში კი კონკრეტული შეთავაზება უქმდება ან/და იცვლება.

ახალი ტარიფები 2022 წლის 3 აგვისტოდან ამოქმედდება. ეს ცვლილებები ასე გამოიყურება:

მობილური მომსახურება:

ულიმიტო ინტერნეტი

03.08.22-დან ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები გრძელდება განახლებული პირობებით:

ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი;

ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი;

ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 2 ლარი;

სტანდარტული ტარიფი

სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-დან:

სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე

საქართველოში - წუთი 24 თეთრი

ზარის წამოწყება - 12 თეთრი

SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი

მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი

საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან

SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი

სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-მდე:

სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე

საქართველოში - წუთი 24 თეთრი

SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი

მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი

საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან

SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი

ფიქსირებული ინტერნეტი:

ოპტიკური ინტერნეტი:

მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.

ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი. ანუ 25-ლარიანი პაკეტი უქმდება და გარდაიქმნება 30 ლარიანად, თუმცა იზრდება სიჩქარეც.

ინტერნეტი + ტელევიზია:

მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით - 30 მბ/წმ.

ტარიფები - უფრო სწრაფი ინტერნეტი

პირობები 03.08.22-დან:

შეთავაზება იმოქმედებს 30 მბ/წმ-იან პაკეტზე;
სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 50 მბ/წმ-მდე:

+10 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით,

+20 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 5 ლარით.

შეთავაზების ვადა - ჩართვიდან 360 დღე;

შეთავაზების მისაღებად აუცილებელია, ქსელში ჩართვიდან გასული იყოს 30 დღე და ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გქონდეთ სიჩქარე შეცვლილი დაბალ პაკეტზე;

ჩართვა შესაძლებელია 30.11.2022-ის ჩათვლით;

მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული ქონდათ აღნიშნული სერვისი, კვლავ ისარგებლებენ +10/+20 მბ/წმ სიჩქარით.