3 წარჩინებული რუსთაველი მოსწავლე სასწავლებლად ესპანეთში გამეგზავრება [video]

2022-06-30 14:33:58

3 წარჩინებული რუსთაველი კურსდამთავრებული სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრება. ამის შესახებ რუსთავის მერიის მიერ გამართულ სპეციალურ მიღებაზე გახდა ცნობილი, სადაც ოქროსმედალოსანი მოსწავლეები იყვნენ მიწვეული.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სწავლას კომპანია "სოკარი" დაუფინანსებს.

ანა-მარია ჩუბინიძე, ლევან მაისურაძე და მარიამ შინჯიკაშვილი გათამაშებისას, ლოტოტრონის პრინციპით შეირჩნენ.

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" საოპერაციო დირექტორის, ნოდარ ყანჩაველის განცხადებით, ახალგაზრდები მადრიდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ლაცაბიძეს, რომ საფუძველი ჩაუყარა ძალიან მაგარ ინიციატივას. მართლაც, საამაყოა ასეთი ინიციატივების განხორციელება. მიხარია, რომ სოკარს მიეცა საშუალება, მონაწილება მიეღო ასეთ საინტერესო და ღირსშესანიშნავ ღონისძიებაში. კონკრეტულად თუ რითი ვაჯილდოვებთ ამ სამ ადამიანს, ჩვენ დავაფინანსებთ მათ გაგზავნას ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში, საზაფხულო სკოლაში", - განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა.

წარჩინებული მოსწავლეებისთვის საჩუქარი მოულოდნელი აღმოჩნდა და ამბობენ, რომ ეს მათთვის დიდი შანსი იქნება.

"ძალიან გამიხარდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ნამდვილად არ მოველოდი, რადგან ჩვეულებრივი საჩუქარი მეგონა. ეს დიდი შანსი იქნება ჩემთვის", - უთხრა "ინფო რუსთავს" მარიამ შინჯიკაშვილმა.

ანა-მარია ჩუბინიძე 26-ე, ლევან მაისურაძე მე-10, მარიამ შინჯიკაშვილი კი 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

შეგახსენებთ, ნინო ლაცაბიძემ მიღებაზე 150 კურსდამთავრებულს 500-ლარიანი ჯილდო გადასცა. ამასთან, ჩატარდა გათამაშებებიც, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კომპანიისგან საჩუქრები მიიღეს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები