რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის სპეციალური მიღება გამართა, სადაც 150-მა ოქროს მედალოსანმა 500 ლარიანი ფულად ჯოლდო მიიღო. ღონისძიება რუსთავის თეატრში გაიმართა.
მერის მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებს, ფულადი ჯილდოს გარდა, არაერთი სიურპრიზი დახვდათ. მიიღეს ლოტოტრონით გათამაშებული საჩუქრებიც.
ოქროს მედალოსნების წახალისების მიზნით შექმნილი პროგრამა, მინდინარე წლიდან რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ამოქმედდა. წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სპეციალური მიღებაც წელს პირველად გაიმართა და ნინო ლაცაბიძის თქმით, მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.