მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის ვაკანსია გამოაცხადა.
რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე შემდეგი ვაკანსიებია დარჩენილი:
1. საქმისმწარმოებელი - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლა, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი.
2. სპეციალური მასწავლებელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 26 ივნისი;
ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.