რუსთავში დევნილებს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მათს შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ქარელში, ზუგდიდში, მცხეთაში, ხონში, ბაღდადში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთში, ზესტაფონში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.