სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაკა ჯაფარიძის პოსტს, ფეისბუქ მომხმარებელი წერს - “დედებო! მამებო! ფრანგული მედიცინა იწყებს განგაშს! თუ ბავშვი დღის განმავლობაში, ჯამში - (მაქსიმუმ) საათ ნახევრზე მეტს ატარებს ეკრანთან (ტელევიზორი, მობილური, კომპიუტერი და სხვა), ის პოტენციური აუტისტია. !!! ეს არის აუტიზმის სპეციალური, შეძენილი ფორმა, რომელიც ხდის ბავშვს განსაკუთრებით მორცხვს, ჩაკეტილია საკუთარ სამყაროში, არ რეაგირებს, როცა ეძახით, ხშირად სევდიანია, უჭირს სხვა ბავშვებთან, ადამიანებთან კონტაქტში შესვლა, აგრესიულია… ეკრანების 90 % პროცენტით აკრძალვის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში - იგრძნობა ბავშვის ხასიათის, მანერების ცვლილება! თუ ეკრანის გადაჭარბებული მოხმარება ბავშის მიერ რამდენიმე წელს გრძელდება, ძალიან დიდია საფრთხე, დროთა განმავლობაში, ბავშვის ტვინის დასუსტების, ათვისების უნარის დაქვეითების და სხვა მძაფრი პრობლემების წარმოქმნის!!! ამას ადასტურებენ ექიმები! ფსიქოლოგები! ეს იწერება, შუქდება ფრანგული მედიის საშუალებით! თუ არ ვართ მზად და გვეზარება ჩვენს შვილებთან თამაში, მათი პარკში გასეირნება, (დედებო და მამებო!) მათთან ერთად ზღაპრების კითხვა, ხატვა, საქანელებზე გართობა და ა.შ
იქნებ დაველოდოთ დროს, მომენტს, როცა ამისთვის მზად ვიქნებით! ნუ გავაჩენთ/გავწირავთ ბავშვებს ტელეფონების ხელში შესაჩეჩებლად! – ამგვარ მოწოდებებს ნახავთ უნივერსიტეტებშიც და თავშეყრის სხვა ადგილებში! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს:
* იკრძალება ბავშვის სიხლოვე ნებისმიერი სახის ეკრანთან - 3 წლამდე!!!
* იკრძალება ნებისმიერი ეკრანის მიღმა თამაში - 6 წლამდე!!!
* იკრძალება, ნებისმიერი მიზნით, ბავშვის მიერ ინტერნეტის გამოყენება 9 წლამდე!!!
* იკრძალება, სოციალური ქსელების (facebook, instagram და სხვა) გამოყენება 12 წლის ასაკამდე!!"
"ინფო რუსთავმა" აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, ფრანგულ მედიაში მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება. მაგალითისთვის ერთერთი მედია წერს რომ - "ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემები ფრიად საგანგაშოა, 9-16 წლამდე მოზარდებში გულის დაავადებებმა იმატა რაც ძირითადად ფიზიკურ მოდუნებამ გამოიწვია. ექიმები შემდეგ რეკომენდაციას გასცემენ - სასურველია ბავშვები, მოწყვიტოთ კომპიუტერულ თამაშებს და სოციალურ მედიას. თუ ისინი უკვე დამოკიდებულები გახდნენ მობილურ ტელეფონზე ან კომპიუტერზე, აუცილებელია ჩაანაცვლოთ ალტერნატიული, რეალური გასართობი საშუალებებით. ასევე სასურველია სკოლაში საკუთარი ფეხით მიდიოდნენ და არა მშობლების ავტომობილებით, აუცილებელია ველოსიპედით ან ფეხით ხანგრძლივი სეირნობა, მოზარდი უნდა დაკავდეს სპორტული თამაშებით." ფრანგულმა ტელეარხებმა ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბოლო პერიოდში რამდენიმე გადაცმა მიუძღვნეს აღნიშნულ პრობლემებს. მედიკოსების თქმით თუ მშობლები მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას არ დაიწყებენ შესაძლოა ვითარება სავალალო გახდეს.