თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში უბნის დეტექტივ-ინსპექტორს, 22 წლის გ.დ-ს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
სავარაუდოდ, ჩხუბი უბნის დეტექტივ-ინსპექტორის მხრიდან, წინა დღეს განხორცილებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მოჰყვა.
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, ოთხი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმამუხლით მიმდინარეობს რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.