ბზობის დღესასწაული რუსთავში [photo]

2022-04-17 12:59:53

მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მორწმუნეები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავენ, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.

იგი თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

როგორ აღნიშნეს ბზობის დღესასწაული რუსთავის ეკლესიებში "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქალაქის მასშტაბით არსებული სხვადასხვა ტაძრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაა ძველი ბზები მოქალაქეებმა ტაძრებში არ მიიტანონ და თავად დაწვან, ეკლესიების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ბზების გორებს მაინც შეხვდებოდით.

ფოტოები გადაღებულია: წმ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, წმ. გიორგის სახელობის, წმ. ღვთისმშობლის ხარების, წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის, მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრებში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები