პოლიციამ გორში 18 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვა.
ცხედარს მდინარე ლიახვის პირას, კომბინატის დასახლებაში მიაგნეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა, როდესაც ის 11 წლის იყო. ბიჭის გაუჩინარების ამბავზე მაშინ იაგო ნებიერიძე დააკავეს.