სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.