2 მოკლული და რამდენიმე დაჭრილი

2022-04-03 11:12:06

თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, 2 ადამიანია მოკლული, რამდენიმე კი დაჭრილი. 

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან  გადაყვანილები. 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.