გასულ თვეში მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სავაჭრო ობიექტები ვალდებულები არიან სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ.
როგორც დადგენილებაშია მითითებული, ეს ცვლილება უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა პირის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობები ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა [სასტუმრო] და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.
ვალდებულება ჩნდება მაშინ, როცა ამ ბიზნეს სუბიექტების დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა წინა წელს 500 ათას ლარს აღემატებოდა. ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა შემდეგი ობიექტების მიერ, მიუხედავად აღნიშნული საქმიანობის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვისა:
ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
ბ) სიგარაბარი;
გ) ბაზარი/ბაზრობა;
დ) სავაჭრო ცენტრი.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება წლიური ბრუნვის მიუხედავად მოუწევთ აზარტული თამაშების მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე ავტოგასამართ სადგურებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურსა და სხვა.
პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ასევე განსაზღვრულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური პარამეტრებიც:
ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);
ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი
ეს ნიშნავს, რომ ფოტო-ვიდეოტექნიკამ მაღალი გარჩევადობა უზრუნველყოს, რასაც სჭირდება, განათება და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
კერძოდ, ვიდეოკამერა უნდა იყოს ქსელური, უნდა ფარავდეს 20-მეტრინ რადიუსს, დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას და ასევე, უნდა ჰქონდეს ISO სერთიფიკატი. სხვათაშორის, დადგენილებაში მითითებულია, რომ კამერის გარჩევადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა.