ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახური თეა ვადაჭკორიაა.
ცნობილია, რომ ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აჭარის განათლების მინისტრთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ჰოსპიტალში ამბობენ, მაია ხაჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის შედეგად დაშავებულია კიდევ სამი პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.