ალტ-ინფოს ოფისი დაიხურა

2022-03-15 13:31:42

მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ოზურგეთში პრორუსული ტელევიზიის ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისი დაიხურა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ოფისიდან ბანერები ჩამოხსნეს და ადგილზე აღარ გამოჩენილან.

ალტ-ინფოს ოფისების გახსნას ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები პროტესტით ხვდებიან. მოსახლეობა ალტ-ინფოსა და მათი პარტიის პოლიტიკას ემიჯნება და  თემატური ბანერებითა და წარწერებით, ოფისების გახსნას აპროტესტებს.

ადგილობრივებმა ალტ-ინფოს ოფისის არსებობა უკვე გააპროტესტეს ამბროლაურში, მარნეულში, ქობულეთში, გორში, მესტიაში, ახალციხეში.