"მანქანით გადაუარა"

2022-03-09 14:00:51

კახეთში, სოფელ კარდენახში 32 წლის მამაკაცი მოკლეს.

როგორც სოფელ კარდენახში მერის წარმომადგენელმა, ნინო კახაბერმა "ინფო რუთავს" განუცხადა, 32 წლის კაცს ავტომობილი განზრახ შეაჯახეს, მიღებული დაზიანებებით ის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე ახალგაზრდები სუფრასთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მომხდარზე 1 პირია დაკავებული.