წალენჯიხაში, 14 წლის გოგონა ღელეში გადავარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ფერდობზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ღელეში გადავარდა და თავი ქვას დაარტყა. მიღებული ტრავმის შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.