ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

2022-03-02 12:44:09

თბილისში 25 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც დაკარგულის და აცხადებს, ბოლოს ბიჭი ლილოს დასახლებაში შენიშნეს.

"დაიკარგა ჩემი ძმა ოთო, 25 წლის. არის შშმ პირი. წუხელ დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გამოვიდა და დაიძრა დიდი ვარაუდით პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი ლილოს დასახლებაში იკვეთება", - აცხადებს დაკარგულის და.

ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე - 595913272.