სპორტის ახალ სასახლეში ხანძარია

2022-02-27 18:13:32

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტის ახალ სასახლეს ცეცხლი უკიდია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.