საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2022-02-24 12:17:45

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდიანრე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ",- წერს ზურაბიშვილი.