ისრაელში ქართველების დასაქმების პირობები მსუბუქდება

2022-02-23 15:27:39

ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 1 587 მოქალაქემ გაიარა. თუმცა, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს არავინ დასაქმებულა.

ცნობილია ის, რომ ისრაელის სახელმწიფოში ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმებისათვის 125 განაცხადი გაიგზავნა. რა აფერხებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამას? ამ თემაზე ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი საუბრობს.

როგორც ელჩი ამბობს, შეთანხმების მიხედვით, არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რაც აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა სამწუხაროდ, მცირე რაოდენობის აპლიკანტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამიტომაც, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ცოტა ხნის წინ შეიცვალა მოთხოვნების ნაწილი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს სამომავლოდ განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა.

"ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატს მოეთხოვება ჰქონდეს კონკრეტული კვალიფიკაცია (მაგალითად, გავლილი ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი და ა.შ.). სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ დრომდე ძალიან ცოტა აპლიკანტს ჰქონდა, შესაბამისი კვალიფიკაცია. თუმცა ჩვენ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობასთან შევთანხმდით ძირითადი მოთხოვნების მცირედი მოდიფიცირების შესახებ, რათა გავზარდოთ პოტენციური კანდიდატებისთვის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, რომ ამის შედეგებს უახლოეს მომავალში დავინახავთ", - აცხადებს ისრაელის ელჩმა.


წყარო: BMG