ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

2022-02-22 22:25:37

წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის, 35 წლამდე კაცის, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.