პატიმარი, რომელმაც სუიციდი სამედიცინო დაწესებულებაში სცადა, გარდაიცვალა

2022-02-22 19:58:16

კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელმაც კლინიკა ვივამედის საკარანტინე სივრცეში, სუიციდი სცადა, გარდაიცვალა.

26 წლის ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, პაციენტი 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა და კლინიკიდან გაწერას უპირებდნენ, თუმცა საპატიმროში გადაყვანის დღეს მან თვითმკვლელობა სცადა.