ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე ოპოზიციის 6 წევრი დააკავეს, რომლის მიმდინარეობისას ოპოზიციის წევრები "ოცნების" ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდნენ შეხვედრას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულები არიან: ელგუჯა ბაგრატიონი, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, ბონდო თედორაძე, მამუკა ჯევაიში და გიგა ნაგერვაძე.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 6 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
დღეს ბათუმში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ღონისძიება სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. სასტუმროს წინ ოპოზიციის წევრები მივიდნენ და საპროტესტო პლაკატები გაშალეთ. მოგვიანებით, კი სასტუმროში შევიდნენ. ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ "ოცნების" ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას. ირაკლი კობახიძე მას არ შეხვდა.