საქართველოში 5-12 წლამდე ბავშვებს კოვიდ ვაქცინით აცრიან

2022-02-17 13:27:29

5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-ვაქცინა დაახლოებით, მეორე კვარტალში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა.

5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიდის და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.