Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება. სულ მალე სოციალური ქსელის მომხმარებლები სთორების მოწონებას შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ აქამდე სთორიზე გამოხატული ნებისმიერი რეაქცია — სტიკერი იქნებოდა ეს თუ ტექსტური შეტყობინება — ადრესატთან პირადი მიმოწერის გრაფაში ჩნდებოდა.
ასევე, როგორც ცნობილია, სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, ინსტაგრამის სთორებზე ლაიქების ჯამური რაოდენობა არ გამოჩნდება.
ახალი მექანიზმის მიზანია ადამიანებს ერთმანეთის მხარდაჭერა გაუმარტივოს, პირადი მიმოწერის გრაფა კი შედარებით გაფილტროს.