4 პარლამენტარს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა

2022-02-15 18:11:21

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭი უყარეს.

დღის წესრიგში ოთხი დეპუტატისთვის: - კახა კუჭავასთვის, ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი იდგა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტიდან პირადი განცხადებით მიდის.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

ელენე ხოშტარიასთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.