ფოთში სამართალდამცავებმა დააკევს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში მიატოვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი პოლიციის განყოფილებაში იკითხება.
ადგილობრივებმა ბავშვის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს.