დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
შემთხვევის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
"თბილისი ენერჯი" აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაწყებულია გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დაუდევრობის გამო მოხდა.
"დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან.
ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება",- ნათქვამია განცხადებაში.