თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ორი ადამიანი მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ სოფელში მცხოვრებმა პირმა მოკლა, რომელიც მათთან მწყემსად მუშაობდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს და აცხადებენ, რომ უკვე დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება კი მკვლელობის მუხლით დაიწყო.