ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო ემსხვერპლა

2022-02-10 17:44:27

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში ცენტრალური მაგისტრალის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი სამხედრო პირია და, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: qartli.ge