ნარჩენების წვა ჯარიმდება

2022-02-07 18:34:50

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის  დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, მოქალაქეები ელექტრო სადენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდნენ.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.