ოკუპირებულ ტყვარჩელში დათვმა 1 ადამიანი მოკლა, 1 კი დაგლიჯა

2022-02-06 19:12:39

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში, ​დათვი 3 ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ დათვის ბუნაგს მიაკვლიეს და ის დაჭრეს.

დათვის თავდასხმის შედეგად ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.

აფხაზური მხარის ცნობით, აღნიშნული პირები მონადირეები იყვნენ, თუმცა სავარაუდოდ, ცხოველის თავდასხმის მსხვერპლები რუსი და აფხაზი სპეცრაზმელები არიან, რომლებიც სვანეთიდან კოდორის მიმართულებით გადასასვლელზე (კაკვას უღელტეხილზე) მორიგეობენ.