საავტომობილო გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

2022-02-06 18:15:32

ახალციხეში, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საავტომობილო გზაზე სატვირთო გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში "ინფო რუსთავი" განუცხადეს, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.