ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა.