ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში წყლის არხში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამ განუცხადა, 57 წლის კაცი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა, არხში ჩავარდა და გარდაიცვალა.
ცხედარი გამვლელებმა შენიშნეს და სამართალდამცავებს აცნობეს.